მადრიდის "რეალისა" და ბრაზილიის ნაკრების ნახევარმცველმა კარლოს კაზემირომ სელესაოს ტვიტერზე გაიხუმრა, რომ თანანაკრებელ თავდამსხმელ ნეიმარს თავის გუნდში ელის:
"იმედია, ნეიმარი "რეალში" შემოგვიერთდება, ის ნამდვილი ვარსკვლავია. ჩვენ ამაზე უკვე ვიხუმრეთ და მადრიდულ კლუბში ველით".
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბლანკოსის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა ნეის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.