სერხიო აგუერომ კრასნოდარში გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

AutoSharing Option
დღეს, 14 ნოემბერს კრასნოდარში არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართა. პირველი ტაიმი ალბისელესტემ, რომელმაც თავისი ლიდერის ლეო მესის გარეშე ითამაშა, 2:0 მოიგო.

მეორე გოლი კრისტიან პავონის გადაცემით სერხიო აგუერომ გაიტანა. შესვენებისას კუნმა გასახდელში გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარების ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა თავს კარგად გრძნობს.

გუნდის ექიმის დონატო ვილიანის ცნობით, სერხიოს მკვეთრად დაეცა არტერიული წნევა, ასეთი რამ მოზარდობისას ხშირად დამართნია და ახლა გუნდთან ერთად სასტუმროშია.

მეორე ტაიმში ვერცხლისქვეყნელებმა ოთხი გოლი გაუშვეს და 2:4 დამარცხება
მოახერხეს.

აგუერომ ეროვნულ გუნდში 36-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ მესის (61 გოლი) და გაბრიელ ბატისტუტას (54 გოლი) ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კრასნოდარში მეც დავკარგე გონება, თანაც ორჯერ. მართლაც გამაოგნებლად ლამაზია ეგ ქალაქი და მთლიანაც რუსეთიც წარმოუდგენლად საყვარელი რამ გახლავთ.
kremliani namcxvari
14:58 15-11-2017
0
პირველი გოლი პირველივე ტაიმში გაუშვეს,მესის სტილში გაუტანა ნიგერიელმა.
სოსო
12:27 15-11-2017
1
სიახლეები პოპულარული