კრის კოულმენი გარეთ ბეილს ინგლისში დაბრუნებას არ ურჩევს

AutoSharing Option
არაერთმა საინფორმაციო საშუალებამ იუწყა, რომ მადრიდის "რეალი" თავდამსხმელის გარეთ ბეილის გაყიდვას აპირებს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი უელსის ნაკრების მწვრთნელმა კრის კოულმენმა გააკეთა:

"მინდა გარეთმა ითამაშოს და თამაშისგან სიამოვნება მიიღოს. ჯერ არ ვიცი, დავრჩები თუ არა ეროვნული გუნდის მწვრთნელად და თუ დავრჩი, ბეილს ვურჩევდი არ დაბრუნდეს პრემიერლიგაში. აქ მეტია დატვირთვები და ხისტ ორთაბრძოლებში შიძლება უფრო ხშირად მიიღოს ტრავმები. ეს სარისკოა".