რუსეთმა 16 წლის მეკარის მკვლელები უკრაინას არ გადასცა

AutoSharing Option
კრმატორსკის "ავანგარდის" 16 წლის მეკარე სტეპან ჩუბენკო უკრაინის ერთიანობისათვის მებრძოლებს ყოველმხრივ ეხმარებოდა, შარშანწინ 23 ივლისს კი რუსეთის მარიონეტული ხელისუფლების დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბოევიკებმა" დაიჭირეს, ხუთი დღე აწამეს და როდესაც ვერ გატეხეს და მათ მხარეს გადასვლა ვერ აიძულეს, დახვრიტეს.

უკრაინელებმა დაადგინეს სამი მკვლელის ვინაობა (პოგოდინი ვ.ვ., მოსკალევი ი.ა., სუხომლინოვი მ.ვ.), რომელთაგან ორი ამჟამად რუსეთში, ხოლო ერთი ანექსირებულ ყირიმში იმყოფება, დაუსწრებლად გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

უკრაინის მხარემ რუსეთს მკვლელების გადაცემა მოსთხოვა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა მოთხოვნაზე პასუხიც კი არ გასცა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული