ალკანტარა "ბარსელონაში" დაბრუნებაზე: არავინ იცის, რა მოხდება ხვალ

AutoSharing Option
ამას წინათ გაცნობეთ, რომ თუ "ბარსელონამ" "ლივერპულის" ბრაზილიელი ნახევარმცველის ფილიპე კოუტინიოს შეძენა ვერ მოახერხა, მიუნხენის "ბაიერნიდან" ტიაგო ალკანტარას დაიბრუნებს და ფეხბურთელმა თავად შესთავაზა "ბარსას" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა.

26 წლის ტიაგოს თურმე, სურს ანდრეს ინიესტას მემკვიდრე გახდეს და ასულგრანაში დიდხანს ითამაშოს.

ალკანტარამ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:"ასულგრანა ყოველთვის ჩემი გუნდი იყო, ბარსელონა კი ჩემი საყვარელი ქალაქია. მუდამ მეყვარება. ჩემს ამჟამინდელ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ არავინ იცის, რა მოხდება ხვალ".

ალკანტარა ბლაუგრანადან "ბაიერნში" 2013 წელს გადაბარგდა, ამ სეზონში კი ბუნდესლიგაზე 9 მატჩში
1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული