აი, ასეთი მეგობრობა იცის კრიშტიანო რონალდომ!

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრებმა მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელს, რონალდოს დასვენების საშუალება მისცეს. ის ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობის მისაღებად არ გამოიძახეს და საკუთარი თვითმფრინავით სამშობლოში დასასვენებლად გაემგზავრა.

რონალდო თავის ძველ მეგობარს, ჟოზე სემედოს შეხვდა. 32 წლის სემედო ნახევარმცველია, "შეფილდ უენსდეის" ნახევარმცველია, ერთად თამაშობდნენ ლისაბონის "სპორტინგში" და როდესაც გუნდიდან გაგდებას უპირებდნენ, კრიშტის თხოვნით დატოვეს.

ჟოზე ამის გამო კრიშტიანოს ძალიან ემადლიერება, ამბობს, მაშინ კლუბის საწვრთნელ ბაზაზე ოთახში ჩემთვის საწოლი შემოიტანა, კარა
დაც დამითმო, კიდევ კარგი, დამეხმარა, თორემ ჩემს ღარიბ რაიონში ავტომობილების ქურდი ვიქნებოდი და ამ სიკეთეს არასოდეს დავუვიწყებო.

ეს სურათი რონალდომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: "ყოველთვის მიხარია შენი ნახვა, ძმაო".
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი ყველაფერში
გაუმარჯოს
02:54 13-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული