იკერ კასილიასი Golden Foot-ის პრიზით დააჯილდოეს

AutoSharing Option
"პორტუს" ვეტერანი ესპანელი მეკარე იკერ კასილიასი ყოველწლიური Golden Foot-ის გამარჯვებული გახდა.

ეს პრიზი 28 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს წარმატებული კარიერისათვის გადაეცემათ. შარშან მისი მფლობელი ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების გოლკიპერი ჯანლუიჯი ბუფონი გახდა.

კასილიასის საზეიმო დაჯილდოება მონაკოში გაიმართა. ლაურეატმა განაცხადა, რომ ყოველი დღე კარიერის დასასრულს აახლოებს, უნდა ფეხბურთში დარჩეს, მაგრამ ჯერ არ იცის სად იმუშავებს და თავისი თავი სხვა სფეროში ვერ წარმოუდგენია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული