გერმანიამ, არგენტინამ, ბელგიამ და ესპანეთმა ფორმები წარადგინეს

AutoSharing Option
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის რამდენიმე ფინალისტმა სათამაშო ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, რომლითაც ისინი გაისად, მუნდიალზე ითამაშებენ.

გერმანიის ნაკრების ფორმის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს ტონი კროოსმა, მესუთ იოზილმა და მატს ჰუმელსმა.

ბელგიის ნაკრებმა საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით წარადგინა წითელი მაისურები, მკერდზე ყვითელი სამკუთხა ორნამენტებით. დაახლოებით ასეთი იყო ბელგიელთა ფორმა 1984 წელს, ევროპის ჩემპიონატზე.

Sportall.Ge

ლიონელ მესიმ წარადგინა არგენტინის ნაკრების ახალი საშინაო ფორმა.

Sportall.Ge

ასევე ვიცით, როგორი ფორმით ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთი - წითელ მაისურს მარჯვენა მხარეს ყვითელ-ლურჯ-წითელი ორნამენტები ამშვენებს და ამ მაისურმა ესპანეთში სკანდალს დაუდო სათავე.
როგორც გაზეთი MARCA წერს, გამძაფრებული პოლიტიკური სიტუაციის პირობებში, როცა კატალონია დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, ბევრს აშფოთებს ფორმის ელემენტებში იასამნისფერი.

ეკიპირების მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ზოლების ფერი ლურჯია, მაგრამ ის წითელთან კონტრასტში, შესაძლოა, იასამნისფრად აღიქვან, ეს ფერი კი ასოცირდება ესპანეთის ისტორიაში რესპუბლიკურ პერიოდთან.
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული