ლინეკერმა ბენზემა გააკრტიკა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოველ წარუმატებლობას სიხარულით ეხმიანება სოციალურ ქსელში "ბარსელონასა" და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი გარი ლინეკერი.

ჰოდა, ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონში "ტოტენჰემთან" ბლანკოსის დამარცხებას უკომენტაროდ როგორ დატოვებდა?

როდესაც "დეზები" 2 ბურთით დაწინაურდნენ, ლინეკერმა ტვიტერზე დაწერა:"დელე ალის დუბლი. ახლა ზიდანი აუცილებლად შეცვლის ბენზემას".

ზიდანმა ბენზემა 73-ე წუთზე შეცვალა, როდესაც ანგარიში 0:3 გახდა. საერთოდ კი ლინეკერი გამუდმებით აკრიტიკებს ბენზემას და ამბობს, რომ მასზე ბევრს გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული