ავსტრიის ნაკრები ფრანკო ფოდას ჩააბარეს

AutoSharing Option
იმის გამო, რომ ავსტრიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა, სადაც საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად მონაწილეობდა, მის მწვრთნელს მარსელ კოლერს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ კონტრაქტი არ გაუგრძელა.

ავსტრიელების ახალ მწვრთნელად ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის გრაცის "შტურმის" გერმანელი თავკაცი ფრანკო ფოდა დანიშნეს. მას 2019 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმეს შრომითი ხელშეკრულება და თუ გუნდი ევროპირველობაზე გაიყვანა, კონტრაქტს ავტომატურად გაუგრძელებენ.

51 წლის ფოდა შეთავსებით "შტურმში" არ იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული