იკერ კასილიასის შეძენა "ლივერპულს" უნდა

AutoSharing Option
36 წლის ესპანელ მეკარეს იკერ კასილიასს "პორტუსთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, თავისუფალი აგენტი გახდება და ამიტომ ზამთარში აპირებენ მის გაყიდვას. გუნდის მწვრთნელმა სერჟიო კონსეისაომ ბოლო ორ მატჩში არ ათამაშა და ითქვა, რომ მისი ყოველწლიური 5-მილიონევროიანი ხელფასი კლუბს მძიმე ტვირთად აწევს, თან, ჩვეულად თავდაუზოგავად არ ვარჯიშობს და თეორულ მეცადინეობებზე გამუდმებით მობილური ტელეფონით წერილებს წერს.

თუმცა, სავარაუდოდ "დრაკონები" კასილიას გუნდიდან წასვლისაკენ უბიძგებენ, თორემ საქმისადმი ინდეფერენტული დამოკიდებულება არასოდეს არ ქონია. გუშინ ის მეუღლესთან, ტელეწამყვანთან სარა კარბონეროსთან ერთად კლუბის ზეიმზე იყო, სადაც 85 წლის ყოფილი
გოლკიპერი ამერიკო ლოპესი, 27 წლის ალჟირელი ნახევარმცველი იასინ ბრაიმი და სხვა ფეხბურთელები დააჯიოლდოეს.

ბრიტანული პრესის ცნობით, "ლივერპულის" მენეჯერს იურგენ კლოპს არ მოსწონს კიპერების სიმონ მინოლესა და ლორის კარიუსის თამაში და იკერის შეძენას აპირებს. კასილიასის სამსახურით "ნიუკასლიცაა" დაინტერესებული.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული