ზიდანი: ჩვენ გვაქვს ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგების ამბიცია

AutoSharing Option
"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ფიფას საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს შესახებ ისაუბრა.

"სცენა არ არის ჩემთვის საყვარელი ადგილი, მე მინდორი უფრო მეტად მომწონს.

მოხარული ვარ ჩემი ფეხბურთელების წარმატებით. ისინი უფრო მეტს მუშაობენ, ვიდრე მე. 18 თვეა, რაც "რეალის" მწვრთნელი ვარ და არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვიქნები, მაგრამ ძალიან მომწონს ეს პოზიცია.

მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება? დიახ, ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ გავიმარჯვოთ. აღიარების გამო მოხარული ვარ, ეს არის რთული სამუშაოს კულმინაცია. მადლობელი ვარ კლუბისა და ჩემი მოთამაშეების", - განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.

- ფიფამ
რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული