The Best 2017: ვის მისცეს ხმა რონალდომ და მესიმ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ფიფას 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ პორტუგალიელი დაასახელეს.

- ფიფამ რონალდო მიჯრით მეორედ დაასახელა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად

როგორც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, რონალდომაც დააფიქსირა საკუთარი არჩევანი:

1. ლუკა მოდრიჩი, 2. სერხიო რამოსი, 3. მარსელო

რაც შეეხება მეორეადგილოსან არგენტინის ნაკრების კაპიტან ლიონელ მესის, მისი არჩევანი ასეთი იყო:

1. ლუის სუარესი, 2. ანდრეს ინიესტა, 3. ნეიმარი

შეგახსენებთ, რომ ფიფას 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში მესამე ადგილზე ნეიმარი გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული