ჯიქია: მე და ანანიძე ერთნაირად ვიკვებებით და მხოლოდ მე ვსუქდები

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მცველმა გიორგი ჯიქიამ, რომელიც რუსეთის ნაკრების ფეხბურთელია, ჟურნალისტებს გაუმხილა თუ როგორ უჭირს წონის შენარჩუნება:

"ბავშვობაში დაბალი და გამხდარი ვიყავი. მერე რაღაც მომენტში უცბად გავიზარდე. წონას ვაკონტროლებ, თორემ 100 კილოგრამამდე მოვიმატებ. მე ვიცი ჩემი ორგანიზმის ამბავი. სიმსუქნისკენ მაქვს მიდრეკილება.

მიყვარს ჩიზბურგერი, მაგრამ ახლა ვერიდები. აი, ჯანო ანანიძესთან ერთად სწრაფი კვების ობიექტებში წასვლას კი ვერიდები. ერთად დავნაყრდებით, დილით გაიღვიძებს და 300-400 გრამი აქვს დაკლებული.

ვერ ვიტყვი, რომ მაგარი მჭამელია, მაგრამ ერთად სადილობის შემდეგ ის წონაში იკლებს, მე კი ვიმატებ".
ასევე დაგაინტერესებთ