Golden Boy-ს სამი პრეტენდენტი ცნობილია

AutoSharing Option
იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა Golden Boy-ს სამი პრეტენდენტი დაასახელა.

პრეტენდენტებს შორის არიან პსჟ-ს ფორვარდი კილიან მბაპე, "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუსი და "ბარსელონას" შემტევი უსმან დემბელე.

გამარჯვებულის ვინაობა 23 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ჯილდოს ევროპის 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს აძლევენ.

Tuttosport გამარჯვებულს ჟურნალისტებს შორის გამოკითხვის შედეგად აცხადებს. გამოკითხვაში მონაწილეობას ღებულობენ: L’Equipe, Marca, The Times, A Bola, De Telegraaf, Tuttosport, Corriere dello Sport და Gazzetta dello Sport.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაახ ამ ევროპელებს რა ვუთხარი თორემ ჩვენი გოლდენ ბოები ყენია და ჭანტურია არ უნდა იყვნენ ამ სიაში?!
abasha
14:12 22-10-2017
1

სიახლეები პოპულარული