"სანტოსის" ფეხბურთელებმა გადაყენებული მწვრთნელი უკან დააბრუნებინეს

AutoSharing Option
Globo Esporte იუწყება, რომ გუშინ დილით გადააყენეს "სანტოსის" 64 წლის მწვრთნელი ლევირ კუპლი, თუმცა საღამოს ისევ დააბრუნეს გუნდში.

საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეხბურთელებმა როდესაც შეიტყვეს კუპლის სამუშაოდან დათხოვნის ამბავი, კლუბის პრეზიდენტთან მოდესტო რომესთან მივიდნენ და თხოვეს, კონტრაქტის ამოწურვამდის, ანუ ამა წლის დეკემბრამდე მიეცა გუნდის ხელმძღვანელობის უფლება და რომე დათანხმდა.

ცნობისათვის, კუპლიმ "სანტოსი" 6 ივნისს ჩაიბარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული