"ნაპოლი" კულიბალის 60 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

AutoSharing Option
26 წლის სენეგალელი მცველი ჰალიდუ კულიბალი "ნაპოლის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, იტალიის მიდინარე ჩემპიონატის 8 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი სამსახურით ლონდონის "ჩელსი" დაინტერესდა.

"ნაპოლი" ამ სეზონში სკუდეტოზე აცხადებს პრეტენზიას და მხოლოდ ზაფხულში თუ გაყიდის კულიბალის, თან საკმაოდ ძვირად - 60 მილიონ ევროდ.

"არისტოკრატებმა" რამოდენიმეჯერ სცადეს მისი შეძენა, ვერ მოახერხეს, მაინც არ ეშვებიან და სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ სცდიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული