ფრანჩესკო ტოტი: რონალდო, მესი და ნეიმარი უცხოპლანეტელები არიან

AutoSharing Option
"რომას" ყოფილმა კაპიტანმა, 41 წლის ფრანჩესკო ტოტიმ, ვინც ახლახან დაკიდა ბუცები ლურსმანზე, აზრი გამოთქვა იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა გახდეს ფიფას ვერსიით 2017 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი.

"რა თქმა უნდა, ფავორიტები არიან რონალდო, მესი და ნეიმარი. როცა ვახსენებთ ამ სამეულს, ვლაპარაკობთ არა ფეხბურთელებზე, არამედ, უცხოპლანეტელებზე, რომლებმაც მიაღწიეს უმაღლეს დონეს.

ჩვენ ერთმანეთს ვაფასებდით მინდორზე და ყველას მიმართ მაქვს სიმპათია. ჩემი აზრით, რონალდო სხვებზე წინაა. მან მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და არაერთი გოლი გაიტანა წამყვანი გუნდების კარში...

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელს.
როგორც ყოველთვის, იტალიური სამწვრთნელო სკოლა ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე დგას.

შესანიშნავად მუშაობენ კონტე და ალეგრი, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ზინედინ ზიდანს დავაყენებდი. საუკეთესო მწვრთნელის წოდებისთვის ბრძოლაში ფავორიტი სწორედ ის მგონია.

მიზეზი იგივეა, რაც რონალდოს შემთხვევაში - გასულ სეზონში "რეალმა" ყველაფერი მოიგო.

საუკეთესო მეკარის პრიზის მოგების შესანიშნავი შანსი აქვს ბუფონს. უშანსოდ არ არის არც კეილორ ნავასი. ჩემი აზრით, ჯილდოს მთავარი მაძიებელი სწორედ ეს ორი მეკარეა", - თქვა ტოტიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული