რონალდინიო: რატომ დავტოვე "ბარსელონა"?

AutoSharing Option
პეპ გვარდიოლას პოპულარობა "ბარსელონაში" 2008 წელს დაიწყო, როცა რონალდინიომ კლუბი დატოვა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ესპანელ სპეციალისტს არ სურდა რონალდინიოს თავის გუნდში ხილვა.

TV3-თან ინტერვიუს დროს, ამ საკითხთან დაკავშირებით ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ისაუბრა:

"მე გადავწყვიტე, "ბარსელონა" დამეტოვებინა. მე მივაღწიე ჩემს მიზნებს და ცვლილებები მჭირდებოდა. ეს არ არის სიმართლე, მე კარგი ურთიერთობა მქონდა გვარდიოლასთან და მის ძმასთან ვთანამშრომლობდი".

ბრაზილიელმა შემტევმა აღნიშნა ისიც, რომ კლუბის დატოვების შემდეგ "ატლეტიკო მინეიროსთან" ერთად ლიბერტადორესის თასი მოიგო, 7-თვიანი დაუმარცხებელი სერია ჰქონდა "ფლამენგოსთან" ერთად და "კერეტაროში" მექსიკის თასი
მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული