"რეინჯერსის" ყოფილმა ფეხბურთელმა კვების მოძრავი ობიექტი გახსნა

AutoSharing Option
რობერტ მალკოლმი მცველი გახლდათ, 9 სეზონი იცავდა გლაზგოს "რეინჯერსის" ღირსებას, შემდეგ "დერბიში", ქპრ-ში, "მოზერველში", "ბრისბენსში" და "დანდიში" თამაშობდა, 2013 წელს კი ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.

ერთი პირობა მწვრთნელობას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ბიზნესი წამოიწყო, კვების მოძრავი ობიექტი გახსნა. ის თავისი ავტომობილით, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, გლაზგოში ხალხმრავალ ადგილებში დადის, საჭეს თავად უზის და გამყიდველიც თავადაა, მომხმარებელს ჩიზბურგერებით, ჰამბურგერებით, ჰოთ დოგებით, ლუდით, წვენებითა და ნაყინით უმასპინძლდება.

რობერტი ამბობს, რომ შრომას ბავშვობიდან მიჩვეულია, არ ეთაკილება, თუმცა ჯერ არ იცის რამდენად მომგებიანი იქნება
მისი ბიზნესი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული