44 წლის რობერტო კარლოსი ბაბუა გახდა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი რობერტო კარლოსი 44 წლის ასაკში ბაბუა გახდა. მის მეორე ქალიშვილს ჯოვანას ბიჭი შეეძინა, რომელსაც პედრო დაარქვეს.

"ჩემს ქალიშვილს ჩემი შვილიშვილის შეძენას ვულოცავ. დედა-შვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ. ღმერთმა დაგლოცოთ შენ და შენი შესანიშნავი შვილი",-დაწერა რობერტომ ინსტაგრამზე.

ცნობისათვის, კარლოსს მეორე ქორწინებიდან ივლისში ქალიშვილი შეეძინა, სულ კი ცხრა შვილი ყავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული