აგუერო: მესის ჩემს გუნდში გადმოსვლა შეუძლებელია

AutoSharing Option
ამსტერდამში ავტოავარიაში მოხვედრიდან 11 დღის შემდეგ "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ ვარჯიში დაიწყო და არაა გამორიცხული პრემიერლიგის მორიგ ტურში "სტოკთან" ითამაშოს. არადა, ნეკნები ქონდა ჩამტვრეული და ექიმების თქმით თვენახევარი გაუცდებოდა.

მან "ბარსელონას" ფორვარდის ლეო მესის მის გუნდში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:"ამ ტრანსფერში ფული პრობლემა არ იქნება, მაგრამ მესი და რონალდო თავიანთი გუნდების სიმბოლოები არიან და გაუჭირდებათ კლუბის გამოცვლა. მე კი გამიხარდებოდა ლიონელთან ერთად თამაში, თუმცა ეს პრაქტიკულად შეუძლებელია".

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქალაქელები" მზად არიან ლიონელის ტრანსფერში 400 მილიონი ევრო გადაიხადონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული