მექსიკაში საფეხბურთო გუნდის ავტობუსი გადაბრუნდა

AutoSharing Option
მექსიკის ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში მოასპარეზე "რებოსეროს დე ლა პედადი" "ალკონეს მორელოსთან" სათამაშოდ მეხიკოდან კუერნავაკუში მიემგზავრებოდა, მაგრამ დანიშნულების ადგილას ვერ ჩააღწია, რადგან გუნდის ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, გასრიალდა და გადაბრუნდა.

რვა ფეხბურთელი, მათ შორის სამი მძიმედ დაშავდა. ყველანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.