არიენ რობენი: გამიჭირდა ნაკრების დატოვება

AutoSharing Option
შვედეთთან მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ, ნახევარმცველმა არიენ რობენმა დატოვა ჰოლანდიის ნაკრები და "ამსტერდამ არენაზე" გულშემატკივრებს შვილთან ერთად დაემშვიდობა. მან "ტელეგრაფს" შემდეგი განუცხადა:

"ვიცოდით, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი არ გვქონდა, თუმცა მაინც შესანიშნავი თამაში გამოვიდა. გამიჭირდა ნაკრების დატოვება, მაგრამ უკვე 33 წლის ვარ.

ჩემს კარიერაში ბევრი ღირსშესანიშნავი მომენტი იყო. განსაკუთრებით 2010 და 2014 წლის მუნდიალები. ამას გარდა, ვამაყობ ექვს პრესტიჟულ ტურნირზე ასპარეზობით. ამ გუნდში 13-14 ფეხბურთელს არ უასპარეზია მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე. იმედია, მალე ჰოლანდია დაბრუნდება და
კვლავ კარგად ითამაშებს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული