გარი ლინეკერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი): „სადაც მესია, იქაა იმედი. უბრალოდ, გავიდა მოედანზე და ჰეთ-ტრიკი შეასრულა. მსოფლიოში საუკეთესოა“.
ლუის სუარესი (ბარსელონასა და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი):“მესი ჩემი მეგობარია. მის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი წარმოუდგენელი გახლდათ.
ხორხე სამპაოლი (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი):“თამაშის წინ ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ჩვენ მესის უნდა დავხმარებოდით მუნდიალზე გასვლაში. მასთან ერთ გუნდში ყოფნით ძლიერი ემოციები განვიცადე“.
სერხიო რომერო (არგენტინის ნაკრების მეკარე):“გულშემატკივრები ლეოზე ზეწოლას ახორციელებენ და უნდათ თითოეულ მატჩში ლამის 20 გოლი გაიტანოს. ამას თვით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც ვერ მოახერხებს. ისევ ათრია გუნდი თავისი მხრებით და ისევ მოახდინა სასწაული. ვამაყობთ მესით და ჩვენი არგენტინელობით“.
ანხელ დი მარია (არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი):“ისევე როგორც წინა შეხვედრებში, მესი ამჯერადაც შესანიშნავი იყო. ის საუკეთესოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანა, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ამ შეხვედრაში ეს მოვახერხეთ და მან გაიბრწყინა“.
მაურო იკარდი (არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი):“მესი უეჭველი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“.
პაულო დიბალა (არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი):“ბედნიერი ვარ, რომ ლეოსთან ერთად ვთამაშობ“.