კილიან მბაპემ მაიკლ ოუენის რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
ფრანგულმა გამოცემა "ფრანს ფუტბოლმა" გამოაქვეყნა "ოქროს ბურთის" კანდიდატთა 30-კაციანი სია.  მასში მოხვდა "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი კილიან მბაპე.

შესაბამისად, ის გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ამ პრიზზე აცხადებს პრეტენზიას.

მბაპე 18 წლისა და 9 თვისაა და მან დაამხო ინგლისელი მაიკლ ოუენის რეკორდი, რომელიც 1998 წელს, პრეტენდენტთა სიაში 19 წლისა მოხვდა.

2017-18 წლების სეზონში მბაპეს ანგარიშზე 8 მატჩში სამი გოლი და ორი საგოლე პასია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული