France Football-მა 2017 წლის "ოქროს ბურთის" ყველა ნომინანტი დაასახელა

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა დაასრულა 2017 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტთა დასახელება.

ეს პროცესი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლა უკვე ცნობილია ის 30 ფეხბურთელი, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ France Football-ის ვერსიით ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე. მათი სია ასე გამოიყურება:

1. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია)
2. ლუკა მოდრიჩი (რეალი, ხორვატია)
3. პაულო დიბალა (იუვენტუსი, არგენტინა)
4. მარსელო (რეალი, ბრაზილია)
5. ნ'გოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი)
6. ლუის სუარესი (ბარსელონა, ურუგვაი)
7. სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი)
8. იან ობლაკი (ატლეტიკო, სლოვენია)
9. ფილიპე კოუტინიო
(ლივერპული, ბრაზილია)
10. დრის მერტენსი (ნაპოლი, ბელგია)
11. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
12. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი)
13. დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნ, ესპანეთი)
14. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი)
15. ედინ ჯეკო (რომა, ბოსნია).
16. სადიო მანე (ლივერპული, ინგლისი)
17. ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი, იტალია)
18. ტონი კროოსი (რეალი, გერმანია)
19. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი)
20. რადამელ ფალკაო (მონაკო, კოლუმბია)
21. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა)
22. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი, გაბონი)
23. ედინსონ კავანი (პსჟ, ურუგვაი)
24. მატს ჰუმელსი (ბაიერნი, გერმანია)
25. ქარიმ ბენზემა (რეალი, საფრანგეთი)
26. კრიშტიანო რონალდო (რეალი, პორტუგალია)
27. ედენ აზარი (ჩელსი, ინგლისი)
28. ლეონარდო ბონუჩი (მილანი, იტალია)
29. ისკო ალარკონი (რეალი, ესპანეთი)
30. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი)

France Football-ი 1956-2010 წლებში ანიჭებდა "ოქროს ბურთს" ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, რის შემდეგაც ფიფასთან გაერთიანდა და "ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემოდა.

2016 წლიდან France Football-მა შეწყვიტა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობა და ისევ დამოუკიდებლად დაიწყო საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაშა კაცოოოო, ჩვენებურებს როგო ყველგან ჩაგრავენ რა.
ლილიან
15:46 17-10-2017
0
ჩვენები რატომ არ არიან სიაში?
ტურე
12:37 10-10-2017
1

სიახლეები პოპულარული