მარადონა თავის ქალიშვილებს სასამართლოში უჩივის

AutoSharing Option
Corriere del Mezzogiorno-ს ცნობით, დიდი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ამტკიცებს, რომ მისმა ქალიშვილებმა დალმამ და ჯანინამ 1.85 მილიონი დოლარი მოპარეს და სასამართლოში უჩივლებს. ქალიშვილებს მხარს უჭერს მათი დედა, დიეგოს ყოფილი მეუღლე კლაუდია ვილიაფანეი.

სხვათა შორის, კლაუდია დიეგომ 2014 წელს 20 მილიონის ქურდობაში დაადანაშაულა.

30 წლის დალმა მსახიობი და მომღერალია, გადაღებულია 4 ფილმში და 17 ტელეშოუში აქვს მიღებული მონაწილეობა.

28 წლის ჯანინა კი მხოლოდ იმითაა ცნობილი, რომ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის სერხიო აგუეროს მეუღლე გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული