რონალდინიო ბრაზილიის ფუტსალის ნაკრებში?

AutoSharing Option
ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, "ბარსელონას" ყოფილი მოთამაშე რონალდინიო, შესაძლოა, ფუტსალში ბრაზილიის ნაკრების წევრი გახდეს, - წერს ყველაზე ავტორიტეტული ბრაზილიური გამოცემა Globoesporte.

როგორც ირკვევა, 37 წლის ფეხბურთელმა ამგვარი შესაძლებლობა განიხილა ფუტსალის ლეგენდარულ მოთამაშე ფალკაოსთან. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რონალდინიო ფალკაოს კლუბს - "სოროკაბას" შეუერთდეს.

ვარაუდობენ, რომ რონალდინიოს მინი-ფეხბურთში გადასვლა და მისი გამოჩენა ბრაზილიის ნაკრებში - მარკეტინგული სვლაა. ბოლო პერიოდში, ბრაზილიელი ინდოეთის ფუტსალის ლიგაში თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული