სამპაოლიმ ფერნანდო გაგო ნაკრებში დააბრუნა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ სრული შემადგენლობა დაასახელა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩისთვის, რომელიც, დიდწილად, გადაწყვეტს "ალბისელესტეს" ბედს. არგენტინელებს პერუსა და ეკვადორთან ელით შეხვედრები.

ჩვენ აქამდე გაგაცანით შემადგენლობის წინასწარი ვარიანტი, ახლა კი არგენტინელთა განაცხადმა სრული სახე მიიღო. მას შინაურ ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებიც დაემატნენ, მათ შორის, ყველასთვის ცნობილი საყრდენი ნახევარმცველი ფერნანდო გაგო.

31 წლის ფეხბურთელმა, ვისაც სხვადასხვა დროს "რეალში", "რომასა" და "ვალენსიაში" უთამაშია, ეროვნული გუნდის მაისური ბოლოს 2015 წელს მოირგო. ამჟამად გაგო "ბოკა ხუნიორსის" ღირსებას იცავს.

არგენტინელთა სრული შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები
- სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნ, ინგლისი), ნაულ გუსმანი (ტიგრესი, მექსიკა), აგუსტინ მარკესინი (ამერიკა, მექსიკა);
მცველები - ფედერიკო ფასიო (რომა, იტალია), ემანუელ მამანა (ზენიტი, რუსეთი), ხერმან პესელა (ფიორენტინა, იტალია), ხავიერ მასკერანო (ბარსელონა, ესპანეთი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გაბრიელ მერკადო (სევილია, ესპანეთი), მილტონ კასკო (რივერ პლეიტი);
ნახევარმცველები - მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ლუკას ბილია (ლაციო, იტალია), ლეანდრო პარედესი, ემილიანო რიგონი (ორივე - ზენიტი, რუსეთი), ალეხანდრო გომესი (ატალანტა, იტალია), ედუარდო სალვიო (ბენფიკა, პორტუგალია), პაბლო პერესი, ენცო პერესი (ორივე - რივერ პლეიტი), ფერნანდო გაგო (ბოკა ხუნიორსი);
თავდამსხმელები - ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი), დარიო ბენედიტო (ბოკა ხუნიორსი), მაურო იკარდი (ინტერი, იტალია), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია), ლაუტარო აკოსტა (ლანუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლუკას ბილია მილანელია და არა ლაციოელი
ლევანი
20:08 03-10-2017
0

სიახლეები პოპულარული