FourFourTwo: ყველა დროის საუკეთესო ფორმა დანიისაა

AutoSharing Option
საინტერესო რეიტინგი შეადგინა საფეხბურთო პორტალმა FourFourTwo-მ. მან გამოაქვეყნა ფეხბურთის ისტორიაში 50 საუკეთესო სათამაშო ფორმის სია.

ამ უცნაურ კლასიფიკაციაში პირველ ადგილზე გავიდა დანიის ნაკრების საშინაო ფორმა 1986 წელს.

მეორე ადგილზეა 1981 წლის "ბოკა ხუნიორსის" ასევე საშინაო კომპლექტი. მესამეზე გავიდა ჰოლანდიის ნაკრების საშინაო ფორმა 1976 წელს.

მეოთხეზეა - 1982-83 წლების სეზონში "ლაციოს" ძირითადი ფორმა და ტოპ-ხუთეულს ასრულებს ინგლისის 1990 წლის ნაკრების მესამე ფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული