მძინარე დეიან ლოვრენს სახლი გაუქურდეს

AutoSharing Option
"ლივერპულის" 28 წლის ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა "სანს" აუწყა, რომ ზაფხულში ზაგრებში მისი სახლი გაქურდეს და ფული და ძვირფასეულობა წაიღეს. ფეხბურთელმა თქვა, რომ გაქურდვისას მშვიდად ეძინა, ვერაფერი ვერ გაიგო, სახილიდან ყველაფერი გაიტანეს და ეშინია ბავშვებს რამე არ დაუშავონ.

ცნობისათვის, დეიანის მეუღლემ ანიტამ გასული ევროპირველობის წინ სასიყვარულო რომანი გააბა ვინმე დარიო ტორბიჩთან და როგორც ფეხბურთელმა თქვა, ოჯახის შესანარჩუნებლად არ წავიდა ევრო 2016-ზე სათამაშოდ. იმავე წლის შემოდგომაზე ტორბიჩი ადამიანის გატაცებისთვის დაიჭირეს და აღმოჩნდა, რომ საიუვილერეო მაღაზიაც ქონდა გაძარცვული.

ტორბიჩმა ისიც აღიარა, რომ
უნდოდა ანიტა დეიანთან გაეცილებინა და ქალს განქორწინებიდან 3.5 მილიონი ფუნტი მიეღო...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული