თურქეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ფენერბახჩემ" დაძაბულ მატჩში საკუთარ მოედანზე "ბეშიქთაში" 2:1-ზე დაამარცხა. თამაში ერთობ უხეში გამოდგა, მსაჯმა ალი პალაბიკმა მოედნიდან მასპინძელთა 2 და სტუმართა 3 ფეხბურთელი გააძევა.
ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც "ფენერის" განერვიულებული გულშემატკივარი სახლში ტელევიზორს ამტვრევს.