"კარპატის“ ფეხბურთელები გულშემატკივრებისგან პოლიციამ ძლივს დაიცვა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთობ წარუმატებლად თამაშობს ამ სეზონში ლვოვის "კარპატი“, ვერც უკრაინის ჩემპიონატზე ვარგობს და თასიდან მეორე ლიგის ივანო ფრანკოვსკის "პრიკარპატიემ“ გამოაგდო.

2:1-ზე დასრულებული ეს შეხვედრა 65-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ლვოველმა ფანებმა მოედანზე პეტარდების სროლა დაიწყეს, მათ დასამშვიდებლად "კარპატის“ ფეხბურთელები მივიდნენ, ერთ-ერთ მათგანს, ნაკრების ყოფილ მცველს არტიომ ფედეცკის კი ჩხუბი მოუვიდა გულშემატკივართან.

მსაჯს შეეძლო არც გაეგრძელებინა შეხვედრა, რადგან მოედანი ბრძოლის ველს დაემსგავსა, მაგრამ მაინც ჩაამთავრა თამაში.

ინციდენტი ამით როდი ამოიწურა. მატჩის შემდეგ ქომაგებმა გზაში "კარპატის“ ავტობუსი გააჩერეს, ფეხბურთელები გადმოიყვანეს და რომ არა სპეცრაზმის
ჩარევა, ტრაგედია დატრიალდებოდა. პოლიციამ გუნდი დანიშნულების ადგილზე მშვიდობიანად ესკორტით მიიყვანა.

ცნობისათვის, "კარპატის“ პრეზიდენტი პიოტრ დიმინსკი ავტოავარიაში ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და მიმალვაშია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული