დონალდ ტრამპის შვილი "დი სი იუნაიტედის" მატჩის განაცხადში შეიყვანეს

AutoSharing Option
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმცროსი შვილი, ბარონი ფეხბურთს ვაშინგტონის "დი სი იუნაიტედის" 12-წლამდელთა გუნდში ნახევარმცველად 81-ე ნომრით თამაშობს და დღევანდელი მატჩის განაცხადშია შეყვანილი. მას თავის გუნდში უკვე 4 შეხვედრა ჩაუტარებია.

ამერიკელი ჟურნალისტი პაბლო მორერი იუწყება, რომ შეხვედრა კლუბის რობერტ კენედის სახელობის 45-ათასიან სტადიონზე ჩატარდება. მეტოქე გუნდის ვინაობას მორერი არ გვამცნობს.

ცნობისათვის, პრეზიდენტად არჩევამდე დონალდი გლაზგოს "რეინჯერსის" შეძენას გეგმავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული