პრინცესა FIFA-ს წინააღმდეგ

AutoSharing Option
იორდანიის პრინცესა აია ბინ ალ-ჰუსეინი ცდილობს შეისწავლოს ფიფაში კორუფციის საკითხი. ამისთვის ფიფას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ალი ბინ ალ-ჰუსეინის დამ კერძო ბრიტანელი დეტექტივები დაიქირავა, რათა კორუფციაზე მტკიცებულებები შეაგროვოს.

დეტექტივები უკვე შეხვდნენ ფიფას ყოფილ და ამჟამინდელ ჩინოვნიკებს. მათ მოქმედებაზე ასევე აქვს ინფორმაცია ამერიკის პროკურატურას, რომელიც ამ საქმეს იძიებს.

უფრო ადრე პრინცესა ხელმძღვანელობდა თავისი ძმის კამპანიას ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული