ერთა ლიგა მომავალი წლის 6 სექტემბერს დაიწყება

AutoSharing Option
უეფამ დაანონსებული ერთა ლიგის ტურნირის შექმნა ოფიციალურად იუწყა, რომელიც სტარტს მომავალი წლის 6 სექტემბერს აიღებს. მასში მონაწილეობას რეიტინგის მიხედვით დაყოფილი 55 ერონული გუნდი მიიღებს.

ნაკრებები დაიყოფიან 4 ჯგუფად: 12 ტოპ-გუნდი А ჯგუფში გაერთიანდება, 12 შედარებით სუსტი B-ში, 15 С-ში, ხოლო 16 D-ში. А ჯგუფის ოთხი საუკეთესო ნაკრები ნახევარფინალურ წყვილებს შექმნიან, მერე ჩატარდება მატჩი მე-3 ადგილისთვის და ფინალი.

B, C და D ჯგუფების 4 საუკეთესო გუნდი ზედა დივიზიონში დაწინაურდება, ხოლო A, B და C ჯგუფების 4 აუტსაიდერი ქვედა ლიგაში დაქვეითდება.

ჯგუფური
ეტაპი სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში გაიმართება, ყოველი ნაკრები 4-6 მიმოსვლით შეხვედრას ჩაატარებს.

ჯერ ცნობილი არაა რომელი ნაკრები რომელ ჯგუფში იასპარეზებს.
ტეგები:
ასევე დაგაინტერესებთ