ალემაომ ღმერთს დანაპირები შეუსრულა და მოედანზე მუხლის ჩოქვით გაიარა

AutoSharing Option
ამა წლის დასაწყისში ბრაზილიის პორტუ ალეგრის "ინტერნასიონალეს" 27 წლის მარჯვენა მცველმა ალემაომ ფეხი მოიტეხა და ღმერთს დახმარება სთხოვა. თან, დაპირდა, თუ თხოვნას შეუსრულებდა, მთელ მოედანს მუხლის ჩოქვით გაივლიდა.

ისმინა ღმერთმა ალემაოს ვედრება და ფეხბურთელმაც სიტყვა არ გატეხა. ბეირა ავეში "ფიგეირენსესთან" მატჩის შემდეგ მთელი მოედანი მუხლის ჩოქვით გაიარა.

ბევრი ვიწვალე, თავს ინვალიდად ვგრძნობდი და ღმერთს მადლობა ასე გადავუხადეო, თქვა ალემაომ. ეს შეხვედრა მისმა გუნდმა 3:0 მოიგო და ჩემპიონატის ლიდერია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული