ეგვიპტის გუნდი "ბაიერნის“ ფორმით თამაშობს

AutoSharing Option
ეგვიპტის მე-2 ლიგის ქალაქ ნაბარუს ამავე სახელწოდების გუნდს თურმე, თავისი ფორმა არ ქონია და მიუნხენის "ბაიერნის“ ამუნიციით ატარებს ოფიციალურ მატჩებს.

ეს სურათი გუნდს "ხარას ელ ხოდუდთან“ თამაშის წინ გადაუღეს. ქვეყნის გასულ ჩემპიონატზე "ნაბარუ“ მე-8 ადგილზე გავიდა, "ხარას ელ ხოდუდი“ კი მესაზღვრეების გუნდია.