მონტენეგროში ვარჯიშისას ფეხბურთელი მოკლეს

AutoSharing Option
გუშინ საღამოს ჩერნოგორიის ქალაქ კოტორის სტადიონზე მეგობართან ერთად ვარჯიშისას მე-2 ლიგის ლიდერის "ბოკელის" ყოფილი მეკარე, 33 წლის გორან ლენაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

პოლიციამ ქალაქი გადაკეტა, თუმცა მკვლელის დაკავება ჯერ ვერ მოახერხა. მან ალბათ, კარგად იცოდა გასასვლელი გზები, რადგან ადვილად მიიმალა, იქამდე კი მოწმეთა დასაფრთხობად რამოდენიმეჯერ ჰაერში ისროლა.

გარდაცვლილი კოტორში პატივცემული პიროვნება ყოფილა და პირადად აფინანსებდა საფეხბურთო აკადემიას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული