მაიკონმა შეიძლება ზიკუს სასამართლოში უჩივლოს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის“ ყოფილმა რუმინელმა თავდამსხმელმა იანის ზიკუმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი მცველი მაიკონი კვირას ყოველთვის ქეიფობდა, ორშაბათს უქეიფოდ გახლდათ და მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამიტომ ნიშნავდა ვარჯიშს საღამოს.

ეს ზიკუ 2004-2010 წლებში იყო "ინტერნაციონალეს“ ფეხბურთელი, სულ ანათხოვრებდნენ და მის რიგებში არასოდეს არ უთამაშია.

ჰოდა, ეს ამბავი 36 წლის მაიკონმა რომ შეიტყო (ამჟამად სამშობლოში ავაიში ასპარეზობს), სასაცილოდ არ ეყო, ასე თქვა, ნეტა გამაგებინა ეგ ზიკუ ვინაა, არასოდეს თვალით არ მინახავს და მის შესახებ არაფერი მსმენია, ეტყობა თავის გამოჩენა სურდა, საერთოდ არ ვსვამდი, თორემ
ამდენ ტურნირებს როგორ მოვიგებდი, მაგ რუმინელს კი შეიძლება სასამართლოში ვუჩივლოო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული