საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვენაში საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ (1:1), ავსტრიის ნაკრებმა ფაქტიურად დაკარგა მუნდიალის საგზურის მოპოვების შესაძლებლობა და მის მწვრთნელს მარსელო კოლერს იანვრამდე მოქმედ ხელშეკრულებას არ გაუგრძელებენ.

არადა, იმედოვნებდა, რომ ერთი თამაში მის კარიერაზე ვერ იმოქმედებდა. ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლეო ვინდტნერმა მიიღო.

მარსელმა ავსტრიის ეროვნული გუნდი 2011 წელს ჩაიბარა და ევროპის 2016 წლის ევროპის პირველობაზე გაიყვანა. ცნობისათვის, ავსტრიელებს დიდ ტურნირზე მონაწილეობა 1998 წლის მუნდიალის შემდეგ არ ქონდათ მიღებული.

მისი ხელმძღვანელობით ავსტრიელებმა 54 ჩატარებული მატჩიდან
23 მოიგეს, 15 ფრედ დაასრულეს და 16 წააგეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
2004 ში ევროპის ჩემპიონატი პორტუგალიაში ჩატარდა
0
2004 წელს ევროპის ჩემპიონატი ავსტრიაში ჩატარდა!
zviadi
15:12 16-09-2017
2

სიახლეები პოპულარული