პსჟ-მ 15 წლის კაის რუისს გაუფორმა კონტრაქტი

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" ოფიციალური საიტი 15 წლის ნახევარმცველთან კაის რუისთან სამსეზონიანი ხელშეკრულების გაფორმებას იუწყება. მისი დეტალები არ ხმაურდება.

რუისი ლიონშია დაბადებული, მერე მისი ოჯახი საცხოვრებლად კატალონიაში გადაბარგდა და ბიჭმა "ბარსელონას" აკადემიაში დაიწყო ვარჯიში, შარშანწინ კი სამშობლოში დაბრუნდა. ასულგრანას არ უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ვერას გახდა.

კაი საფრანგეთის 16-წლამდელთა ნაკრების წევრია და ერთობ პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული