სისინიო სმას შეეშვა და თამაში დაიწყო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალში", "რომასა" და "ვილიარეალში" ნაბურთავები ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მცველი სისინიო გამოტყდა, რომ ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს.

შარშან მან თურქეთის "სივასპორი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას შემდეგ ბურთს ახლოს არ გაკარებია და ახლა 37 წლის ასაკში სამშობლოში მე-4 ლიგის "ბრაზილიენსეში" დაიწყო თამაში.