ალბერტო ჯილარდინო MLS-ს უმიზნებს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ალბერტო ჯილარდინომ, ვისი ბოლო კლუბიც "პესკარა" გახლდათ, კარიერა, შესაძლოა, ამერიკულ MLS-ში გააგრძელოს და "მონრეალის" მაისურა მოირგოს.

კანადური კლუბის საიტი იტყობინება, რომ 35 წლის შემტევი შემოწმებას გაივლის და ოფიციალურად გახდება გუნდის წევრი, თუ სამწვრთნელო შტაბისგან კეთილგანწყობას დაიმსახურებს.

ამ დროისთვის, ჯილარდინო თავისუფალი აგენტია. კარიერის განმავლობაში მას არაერთ კლუბში უთამაშია, მათ შორის - "მილანსა" და "ფიორენტინაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული