სიკვდილს გადარჩენილი არგენტინელი ფეხბურთელი 17 სექტემბერს უსიკვდილოდ თამაშს აპირებს

AutoSharing Option
კვირას არგენტინის ჩემპიონატზე მენდოსაში ადგილობრივმა „გოდოი კრუზმა“ 2:1-ზე დაამარცხა კორდობას „ტალერესი“, მეორე დღეს გამარჯვებული გუნდის 24 წლის ნახევარმცველმა ფაკუნდო კობოსმა მსუბუქად ივარჯიშა და სახლში თავისი ავტომობილით წავიდა.

ტრასაზე მის ავტოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მანქანა შეეჯახა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. საბედნიეროდ ფაკუნდო გადარჩა და ახლა ეს სიკვდილს გადარჩენილი ფეხბურთელი იძახის, 17 სექტემბერს „ლა ბომბონერაზე“ „ბოკა ხუნიორსის“ წინააღმდეგ უსიკვდილოდ უნდა ვითამაშოო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული