ბენიტესი ოპერაციის შემდეგ "ნიუკასლს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
ოპერაციის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა "ნიუკასლის" მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი. ამის შესახებ "ტვიტერში" გუნდის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

გასულ კვირას ბენიტესმა ოპერაცია გაიკეთა ორი წლის წინ ნაოპერაციებ ადგილზე. მაშინ რაფამ თიაქარს უწამლა. ახლა იმავე ადგილზე შეეჭრა ინფექცია. თავდაპირველად ბენიტესს 7 სექტემბერს სურდა სამუშაოს განახლება, მაგრამ მანქანაში ყოფნის დროს პრობლემატურ ადგილას ტკივილი იგრძნო. "სუონსისთან"მოგებულ პრემიერლიგურ მატჩში (1:0) ბენიტესი გუნდთან ერთად არ ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული