პაულო დიბალა: მესისთან ერთ გუნდში თამაში მიჭირს

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ფორვარდმა პაულო დიბალამ განმარტა, თუ რატომ უჭირს არგენტინის ნაკრებში თამაში.

"ლიონელ მესი ჩემს პოზიციაზე თამაშობს და მე მისგან ბევრის სწავლა შემიძლია. მაგალითად, თამაშის ინტერპრეტაცია, საფეხბურთო ინტელექტი, მინდორზე პარტნიორების მოძრაობის დანახვა... მომავალში ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან სასარგებლო იქნება.

რა თქმა უნდა, იღბალია ასეთ ფეხბურთელთან ერთად თამაში, მაგრამ რთულია მესისთან ერთ გუნდში გამოსვლა, რადგან ერთი და იგივე პოზიცია გვაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ მე მომიწევს მასთან ადაპტირება და ყველაფრის ისე მოწყობა, რომ ლეო მინდორზე თავს კომფორტულად გრძნობდეს", - განუცხადა დიბალამ გაზეთ "მარკას".

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ბოლო ორი შესარჩევი მატჩი ვერ მოიგო - ურუგვაისთან და ვენესუელასთან. ამ მატჩებში მესისა და დიბალას თავი არ გამოუჩენიათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული