ზურაბ ოჩიგავა "ოლიმპიკში" გააანათხოვრეს

AutoSharing Option
უკრაინაში არაერთი ქართული წარმოშობის ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორისაა კიევში დაბადებული 22 წლის მცველი ზურაბ ოჩიგავა, რომელიც "მარიუპოლსა" და კიევის "დინამოში" ასპარეზობდა და რამოდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული ვიშა ლიგაში.

გასულ სეზონში "დინამოს" დუბლებში ბურთაობდა, ახლა კი დონეცკის "ოლიმპიკში" გაანათხოვრეს. ამავე გუნდის ძირითადი მეკარეა 24 წლის ოდესელი ზაურ მახარაძე.

როგორც იცით, დონეცკის რუსეთის მიერ ოკუპაციის გამო იქაური გუნდები სახლში ვერ თამაშობენ და "ოლიმპიკი" საშინაო შეხვედრებს დედაქალაქის "დინამოს" 16 873-იან სტადიონზე ატარებს, სადაც მატჩებს რვაასამდე გულშემატკივარი ესწრება.

"ოლიმპიკი" 7 ტურის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატზე
12 ქულით მე-4 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
eg magari bichia, kverkveliastan ertad kai tkvili ikneboda.
qomagi
02:04 02-09-2017
1

სიახლეები პოპულარული