მან საავადმყოფოში გადაღებული ეს სურათი სოციალურ ქსელში გაავრცელა და 184 ათასი გულშემატკივრისაგან მხარდაჭერის წერილი მიიღო.
პორტუგალიაში ალანი დიდხანს არ დარჩენილა, სამშობლოში დაბრუნდა და BBC-ის გადაცემა Match of the Day-ში მიიღო მონაწილეობა. მშვენიერ ხასიათზე გახლდათ, ხუმრობდა, კიდევ კარგი, თავზე ჩაფხუტი მეხურა, თორემ ასე ადვილად ვერ გადავრჩებოდიო.